logo
ENG


ჯაფარიძე: დეგნანზე გამუდმებული თავდასხმა აშშ-ის დისკრედიტაციის მცდელობას ემსახურება
  • 622ნახვები

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის სტატუსით ყოფნის დროს, როგორც ჩვენი ქვეყნის უახლოესი სტრატეგიული მოკავშირისა და მეგობარი ქვეყნის ელჩს, კელი დეგნანს ძალისხმევა არ დაუშურებია ხელი შეეწყო განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებს - სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსტრუქციული დიალოგის პროცესის წარმართვისათვის. მას ღრმად სწამდა, რომ ეს დიალოგი ხელს უწყობდა საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

სამწუხაროდ, ელჩის ამ ძალისხმევას ქართულმა ოცნებამ და მისმა ქვედანაყოფებმა მასზე კოორდინირებული პიროვნული თავდასხმით უპასუხეს. ცხადია, რომ აშშ-ის ელჩზე გამუდმებული თავდასხმა ემსახურება ჩვენი უახლოესი პარტნიორი ქვეყნის - შეერთებული შტატების დისკრედიტაციის მცდელობას.

მიუხედავად ქართული ოცნების ამ მცდელობებისა, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები არის და იქნება საქართველოს და ქართველი ხალხის უერთგულესი პარტნიორი და კელი დეგნანის ძალისხმევაც სწორედ ამ პარტნიორობის და მეგობრობის გაღრმავებისკენ იყო მიმართული.

მინდა, მადლობა გადავუხადო მას საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები მის შემდგომ საქმიანობაში.

წერს ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა დღეს კელი დეგნანს კვლავ თავს დაესხა, მას "მავნებელი" უწოდებს და თქვა, რომ დეგნანი, როგორც ელჩი "ვერ შედგა".



ასევე ნახეთ
close დახურვა