logo
ENG


მაკფოლი: პრიგოჟინის გარდა ყველას ესმოდა - პუტინს შურისძიება სურდა, როგორც ჩანს, ეს გააკეთა
  • 2308ნახვები

პრიგოჟინმა თავისი ამბოხით პუტინი დაამცირა. როგორც ჩანს, ყველას, პრიგოჟინის გარდა, ესმოდა, რომ პუტინს საბოლოო ჯამში შურისძიება სურდა. როგორც ჩანს, მან [პუტინმა] ეს დღეს გააკეთა. თუმცა, თუ თქვენ გიწევთ თქვენი ამხანაგების მოშორება, ნუთუ ეს სიძლიერის მაჩვენებელია?

 

წერს რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი Twitter-ზე.

23 აგვისტოს, ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთ-ერთი ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი იყო. ყველა მგზავრი დაიღუპა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა