ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო თქვენთან არის დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს თქვენთან ერთად აღნიშნოს თქვენი დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც თქვენ ასე მამაცურად იბრძვით უკვე წელიწად-ნახევარია. ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს! დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!
აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში, რომლითაც უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.