logo
ENG


სააკაშვილი: პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს, რომ რუსეთი სამოქალაქო ომის ღია სტადიაში შევა
  • 851ნახვები

პუტინის მიერ პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს იმას, რომ სულ მალე რუსეთი სამოქალაქო ომის ღია სტადიაში შევა. ეს არის უახლოესი კვირების და თვეების ამბავი.

პუტინს პრიგოჟინი რომ არ მოეკლა, ის რუსების გაგებით უახლოეს კვირებში დასრულდებოდა.

ამ მკვლელობით პუტინმა სულ ცოტათი გაიხანგრძლივა თავისი არსებობა, მაგრამ მაინც ძალიან მალე დასრულდება, არა მხოლოდ პუტინი, არამედ რუსული სახელმწიფოც.

წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. გუშინ ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაიღუპა. მოგვიანებით როსავიაციამ ბორტზე ევგენი პრიგოჟინისა და დმიტრი უტკინის ყოფნა დაადასტურა.



ასევე ნახეთ
close დახურვა