logo
ENG


მედვედევი: საქართველოს მთავრობა პრაგმატიზმით გამოირჩევა, მათთან ურთიერთობები ვითარდება
  • 882ნახვები

პოლიტიკაში ყველაფერი ხდება. ამიტომ პრაგმატიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას აქვს ემოციები, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების დროს ემოციები გვერდზე უნდა გადაიდოს. აი, დღევანდელი საქართველოს მთავრობა პრაგმატიზმით გამოირჩევა. ეს არ შეიძლება არ აღინიშნოს. ამიტომ მათთან ვითარდება ურთიერთობები. ამიტომაც დავრთეთ ნება უვიზო მიმოსვლაზე. ამიტომ დაიწყეს თვითმფრინავებმა ფრენა.

თავგასული, შეშლილი, უცნაური ადამიანები ჯერ კიდევ არიან, მაგრამ მათი გავლენა პოლიტიკაზე მინიმალურია. ახლა ასეთი პოლიტიკოსები პირველ როლს ვერ თამაშობენ. დღევანდელი პრეზიდენტის როლი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, მინიმალურია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა პრაგმატიზმი, აღიაროს რეალობა, მათ შორის სამხრეთ ოსეთის არსებობა და დაალაგონ ურთიერთობები მათთან.

განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა Russia Today-სთან ინტერვიუს დროს.



ასევე ნახეთ
close დახურვა