logo
ENG


პოდოლიაკი: ვაგნერმა არსებობა ივნისში შეწყვიტა, ახლა სტრუქტურა მთლიანად ნადგურდება
  • 1311ნახვები

დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თავად მოაწერა ხელი ორდერს საკუთარი მკვლელობისა და ჯგუფის განადგურების შესახებ, როდესაც მან აჯანყება დაიწყო. ვაგნერმა არსებობა 2023 წლის ივნისში შეწყვიტა. ახლა სტრუქტურა მთლიანად ნადგურდება, რადგან პრიგოჟინის, უტკინის და ჩეკალოვის გარდა, უდავოდ დაიღუპება რამდენიმე მეთაური, რომლებიც ასე თუ ისე, ახლოს იყვნენ ხელმძღვანელობასთან.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

23 აგვისტოს, ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრების სიაში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინიც იყო. საერთაშორისო მედიების ცნობით, თვითმფრინავი პრიგოჟინს ეკუთვნოდა. BBC-ის ინფორმაციით, თვითმფრინავში 10 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი დაიღუპა.



ასევე ნახეთ
close დახურვა