logo
ENG


რეზნიკოვი: უკრაინამ, შესაძლოა, F-16-ების გამოყენება გაზაფხულზე დაიწყოს
  • 495ნახვები

მე ვიტყოდი, რომ  F-16-ების ფრონტზე გამოჩენა, შესაძლოა, მომავალ გაზაფხულზე მოხდეს, რადგან ჩვენ უკვე დავიწყეთ სასწავლო კურსი ჩვენი პილოტების, ინჟინრებისა და ტექნიკოსებისთვის. უკრაინაში თვითმფრინავების გამოყენებისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის მომზადება. ამას მინიმუმ 6 თვე უნდა დასჭირდეს, შესაძლოა, ცოტა მეტიც. F-16-ების გამოჩენამ ფრონტზე, შესაძლოა, ომში "თამაშის წესები შეცვალოს".

ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსების ბატონობა ცაში, ბრძოლის ველის გარეთ. F-16ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები ჩვენი საჰაერო თავდაცვის ნაწილი გახდება. ჩვენ შეგვიძლია ცაში ჩვენი შესაძლებლობები გავაძლიეროთ, რათა დავიცვათ საჰაერო სივრცე და ჩვენი ქალაქები. ჩვენთვის ეს დიდი გარღვევა იქნებოდა, ძალიან დიდი.

განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა