logo
ENG


იოზვიაკი: საქართველოს, სავარაუდოდ, მისცემენ სტატუსს, მაგრამ დაამატებენ უფრო მეტ პირობას
  • 2494ნახვები

არსებობს პირობები, რომელთა შესრულებაც რთულია და მათ შორის ერთ-ერთი პოლარიზაციაა. ისინი შეისწავლიან დეტალურად ყველაფერს. ჩემი აზრით, საქართველოს, სავარაუდოდ, მისცემენ [კანდიდატის სტატუსს,] მაგრამ დაამატებენ უფრო მეტ პირობას და პოტენციურად ერთ-ერთი შეიძლება იყოს საგარეო პოლიტიკასთან კავშირი. მაგალითად: ევროკავშირის სანქციებთან მიერთების დაწყება. ახლა არ მგონია, ყველა საქართველოზე ფიქრობდეს. ახლა უკრაინაა მთავარი. შემდეგი მოლდოვაა და მესამე მოდის საქართველო. როდესაც ველაპარაკები ჩემს წყაროებს, ისინი ამბობენ, რომ ქართველებს დიდად არ უნდათ ეს. იღებენ მინიშნებებს უკრაინისა და მოლდოვისგან, მაგრამ საქართველოსგან მიღებული განწყობა ორაზროვანია. ასე რომ ერთგულებაა ის, რის ნაკლებობასაც განიცდიან.

ამბობს რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს მთავარი რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ფორმულასთან საუბრისას. დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თქვა, რომ EU და წევრობის მსურველები 2030 წლისთვის მზად უნდა იყვნენ გაფართოებისთვის.



ასევე ნახეთ
close დახურვა