logo
ENG


იოზვიაკი: თუ EU-ის წევრობა გსურთ, 100%-ით უნდა იყოთ ჰარმონიზებული მის საგარეო პოლიტიკასთან
  • 575ნახვები

ფაქტობრივად, თუ ევროკავშირის წევრობა გსურთ, 100%-ით უნდა იყოთ ჰარმონიზებული საგარეო პოლიტიკასთან იმიტომ, რომ ეს ხდება თქვენი საგარეო პოლიტიკა. ეს ნათელია. საქართველო სანამ ევროკავშირის წევრი გახდება, უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის პოლიტიკას. ეს მოიცავს სანქციებს ბელარუსისა და რუსეთის წინააღმდეგ. თუ დავუბრუნდებით შარლ მიშელის გამოსვლას, ის საუბრობდა სირთულეებზე ევროკავშირთან მიერთების საკითხში, სასამართლო სისტემაზე, ეკონომიკაზე, რომელმაც წინ უნდა წაიწიოს და კიდევ ერთი განზომილება - ეს არის ჰარმონიზება საერთაშორისო პოლიტიკაში. ეს უფრო და ურო მნიშვნელოვანი ხდება, ეს არის გზავნილი სერბეთისადმი, რომელიც არაფერს აკეთებს სანქციებთან მიმართებით და ეს არის გზავნილი, რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც.

თქვა რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს მთავარმა რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა