logo
ENG


კარასინი: ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყნებმა სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ
  • 559ნახვები

რუსეთი თავის შესაძლებლობების ფარგლებში აკეთებს ყველაფერს სხვადასხვა დონეზე თავის კონტაქტების ფარგლებში, რათა ჩინეთმა, ინდოეთმა და კიდევ სხვა ქვეყნებმა გადადგან შემდგომი ნაბიჯი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების აღიარებისაკენ. ეს არ არის მარტივი საკითხი, რადგან არიან სხვებიც, მაგალითად კოლექტიური დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც ქვეყნებს სხვა მიმართულებით წასვლას უბიძგებს. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან აღიარება მოვა. ეს ცხოვრების ფაქტია და ვერავინ უარყოფს. ქვეყანა დამოუკიდებლად ვითარდება, აქვს თავისი გეგმები, არავის ემუქრება და სურს, რომ გახდეს საერთაშორისო საზოგადოების წევრი გაეროში და ასე შემდეგ. მიღწევადი მიზანია, მაგრამ არა მარტივი. იმაზე გათვლა, რომ ეს ერთი ხელის დატკაცუნებით მოხდება არასწორია, მაგრამ მუშაობა გრძელდება.

განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელიმა, გრიგორი კარასინმა გამოცემა სპუტნიკთან საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა