logo
ENG


ქადაგიშვილი პრეზიდენტზე: ქვეყნის ერთიანობის გარანტია და პირველია, ვინც არღვევს კონსტიტუციას
  • 418ნახვები

სულ არ აქვს ის ინტერესი, რომ მთავრობის პოლიტიკის გატარებაში იყოს თანამოზიარე. მას აქვს იმის ამბიცია, რომ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა აწარმოოს, რისი უფლებაც მას კანონით არ აქვს. სალომე ზურაბიშვილი მიიღებს ნებართვას, თუ მისი ეს ვიზიტი იქნება მთავრობასთან შეთანხმებული. ის უნდა დაუბრუნდეს საკონსტიტუციო ჩარჩოებს. ის არის ქვეყნის ერთიანობის, კონსტიტუციის გარანტი და პირველია, ვინც არღვევს ამ კონსტიტუციას. შეთანხმება ის კი არაა, რომ მივდივარ და თვითმფრინავში ბენზინი ჩამისხით და მანქანები დამახვედრეთო, შეთანხმება ისაა, რაც ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკებში ხდება, როდესაც მთავრობა განსაზღვრავს მთლიანად საგარეო პოლიტიკას, პრეზიდენტის ჩართულობა განპირობებულია მთავრობის სურვილიდან გამომდინარე.

ამბობს ქართული ოცნების წევრი ირაკლი ქადაგიშვილი. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში

 



ასევე ნახეთ
close დახურვა