logo
ENG


წითლიძე: რასაც ახლა ოცნება პრეზიდენტის წინააღმდეგ აკეთებს, რუსული გეგმის გაგრძელებაა
ანა წითლიძე
01 სექ, 2023 15:24
წითლიძე: რასაც ახლა ოცნება პრეზიდენტის წინააღმდეგ აკეთებს, რუსული გეგმის გაგრძელებაა
  • 599ნახვები

რასაც ახლა აკეთებს ქართული ოცნება პრეზიდენტის წინააღმდეგ, იმპიჩმენტს ვგულისხმობ, ეს არის გაგრძელება ჩვეულებრივი რუსული გეგმის, რომელშიც ხელისუფლება უკვე 11 წელია მონაწილეობს.

რაც ახლა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხდება, არაფერია, გარდა კანდიდატის სტატუსის საბოტაჟისა. 2018 წელს, ახლა რომ ირაკლი კობახიძე გამოდის და იძახის, რომ თურმე კონსტიტუციას არღვევს საქართველოს პრეზიდენტი, მისთვის ღირსეული და პრინციპული არჩევანი იყო და მაშინ, საქართველოს მოქალაქეებს ბილბორდებზე გამოჭიმული უმტკიცებდა, რომ საუკეთესო არჩევანი იყო, მაგრამ როგორც კი ნახა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვერ აღმოჩნდა მხარდამჭერი რუსული გეგმის შესრულებაში, რაშიც კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი იგულისხმება, მაშინვე დაიწყეს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლა და ფაქტობრივად, მათ მიერვე არჩეულ და დასმულ პრეზიდენტს გამოუცხადეს ეს ბრძოლა.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა