logo
ENG


გახარია: იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ, ესაა ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ
  • 693ნახვები

ქართული ოცნების მიერ დღეს გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის ნიშნავს რამდენიმე რამეს. პირველი, ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. მეორე, ეს გახლავთ მიზანმიმართული ნაბიჯი ქვეყანაში რადიკალიზაციის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, რაც რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ საზოგადოებას სტაბილურობის სერიოზულ პრობლემას უქმნის. სწორედ ამიტომ, პარტია საქართველოსთვის იმპიჩმენტის პროცედურას რა თქმა უნდა, მხარს არ დაუჭერს. გარდა ამისა, მე მინდა, თხოვნით მივმართო ბევრ ღირსეულ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა ოცნებაში, მინდა მათ ვკითხო, როგორ ფიქრობთ, 2012 წელს, გამარჯვების შემდგომ, რატომ არავის მოსვლია აზრად სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება და დღეს რატომ აყენებს ვიღაც, საქართველოს იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომლის არჩევაშიც თქვენც და მეც პირადად, დიდი წვლილი გვაქვს მიღებული?

განაცხადა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა