logo
ENG


კრამონი: შეცდომაა, რომ საქართველოში, ოკუპაციის შემდგომ თანმიმდევრული ქმედებები არ შესრულდა
  • 402ნახვები

დიდი ხნის წინ ვარ ნამყოფი სხვა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, მანამდე, ვიდრე რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა მოხდებოდა. მაგრამ, ამ დროს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სოლიდარობის ჩვენება და ნახვა, თუ რა ხდება. ყველა ჩვენგანისთვის საკმაოდ იმედგამაცრუებელია იმის ნახვა, რომ ამ დრომდე, ყველა საერთაშორისო მოლაპარაკებას აქვს ნულოვანი შედეგი იმაზე, რასაც საქართველო რეალურად იმსახურებს. ყოველ ჯერზე, ვისმენთ, რომ ვითარება არ უმჯობესდება მიუხედავად იმისა, რომ თბილისში პოლიტიკური განვითარება ცდილობს რუსეთთან დაახლოებას, მაგრამ შედეგი ეს არის. ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტია ევროპარლამენტსა და ევროპულ ინსტიტუტებში, ჯერ კიდევ ნულოვანია. აქ არსებული სიტუაცია გვახსენებს, რამდენად დიდი შეცდომა იყო, რომ საქართველოში, რუსეთის ოკუპაციის შემდგომ არ განხორციელდა თანმიმდევრული ქმედებები. ახლა უკრაინაში, რა თქმა უნდა, ვხედავთ უზარმაზარ სოლიდარობას. მოქმედებს სანქციები, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით არ ვყოფილვართ ისეთივე თანმიმდევრულები, როგორც უკრაინაში, რაც ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო. 

განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საოკუპაციო ხაზიდან.

დღეს სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, საერთაშორისო დონის ექსპერტები, ევროპარლამენტის, NATO-ს ატლანტიკური საბჭოს და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა