logo
ENG


სარჯველაძე იმპიჩმენტზე: გამოაშკარავდება, ვინ უჭერს მხარს იმას, რომ სტატუსს არ ვიმსახურებთ
  • 658ნახვები

ამ პროცედურის კიდევ ერთი დადებითი მხარეც ეს არის, რომ გამოაშკარავდება რეალურად, ვინ უჭერს მხარს იმ რიტორიკის ლობირებას, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ვინ უჭერს მხარს ამას. დღეს ხელისუფლება აცხადებს ცალსახად, მკაფიოდ, რომ საქართველო შარშანაც, წელსაც ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ყველა, ვინც არის ოპოზიციიდან, იძახის საპირისპიროს, შეუძლია ახლა დადგეს და შეეწინააღმდეგოს იმპიჩმენტის პროცედურას. აი, ამას გამოააშკარავებს რეალურად ეს პროცედურა და ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ, რომ საზოგადოება ძალიან კარგად დაინახავს, ვისთვის ევროინტეგრაცია ლოზუნგია მხოლოდ და ვისთვის არის ეს გაკეთებული საქმე და რეალურად, წინ წაყვანილი ქვეყანა.

ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მათ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის - 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.



ასევე ნახეთ
close დახურვა