logo
ENG


კრამერი საოკუპაციო ხაზთან: ჩემს უკან საქართველოს ტერიტორიაა და არა რუსეთის
  • 540ნახვები

რუსეთის საქართველოში შემოჭრიდან და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციიდან 15 წელი გავიდა. ჩემს უკან საქართველოს ტერიტორიაა და არა რუსეთის. საერთაშორისო გაერთიანებამ არასდროს უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიის მიტაცება, რაც ჩვენ 15 წლის წინ ვიხილეთ. მოვისმინეთ, რომ გრძელდება სადემარკაციო ხაზის გადმოწევა და უდანაშაულო მოქალაქეების დაკავება.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი აგრძელებენ დემოკრატიულ და დასავლეთზე ორიენტირებულ გზას. რუსეთის მხრიდან ოკუპაცია საქართველოში დაიწყო 15 წლის წინ, შემდეგ გაგრძელდა უკრაინაში, თუმცა არასდროს დაუტოვებია საქართველო. ვიდრე საქართველო არ აღადგენს კონტროლს მთელს მის ტერიტორიაზე, საერთაშორისო გაერთიანების პასუხისმგებლობაა, რომ ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე.

განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დევიდ კრამერმა საოკუპაციო ხაზიდან.

დღეს სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, საერთაშორისო დონის ექსპერტები, ევროპარლამენტის, NATO-ს ატლანტიკური საბჭოს და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა