logo
ENG


ფიშერი: არ მინდა, ოცნება EU-სთვის კოშმარი გახდეს, აქ ვართ, რომ ახლოს ვიყოთ და დაგეხმაროთ
პაველ ფიშერი
05 სექ, 2023 15:18
ფიშერი: არ მინდა, ოცნება EU-სთვის კოშმარი გახდეს, აქ ვართ, რომ ახლოს ვიყოთ და დაგეხმაროთ
  • 528ნახვები

პარტია ქართული ოცნება, შესაძლოა, ოცნებაა რომელიმე ოლიგარქისთვის ან ამომრჩეველთა ნაწილისთვის, მაგრამ ის არ უნდა იყოს კოშმარი საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათთვის, ვისაც სურს, ევროკავშირს შეუერთდეს და ეს არის მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიყოთ ყურადღებით. არა იმისთვის, რომ ჩავერიოთ საქართველოს შიდა საქმეებში, იმისთვის, რომ ვუთხრათ ქართველებს, რომ ჩვენ ძალიან გვინდა, თქვენი ჩვენს რიგებში ნახვა, მაგრამ თქვენ უნდა გადაჭრათ თქვენი პრობლემები. მე არ მინდა, რომ პარტია ქართული ოცნება გახდეს კოშმარი ევროკავშირისთვის. ჩვენ აქ ვართ, რომ ახლოს ვიყოთ, რომ დაგეხმაროთ, რომ ვისაუბროთ ალტერნატივებზე.

ვიცი, რომ სიტუაცია ძალიან რთულია, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის უკრაინელების ბრძოლის და რუსეთის აგრესიული ომის ფონზე. ასევე, თქვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში. ჩვენ უნდა გავთვალოთ ის, რომ საქართველო დღეს რუსული ოკუპაციის ქვეშაა და რომ თქვენ დახმარება გჭირდებათ, ხოლო მათ, ვინც ქართული ოცნების მსგავსად დაკავშირებულია რუსეთთან, შესაძლოა, წარადგინონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც თავსებადია რუსეთის ინტერესებთან, მაგრამ არ არის თავსებადი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ინტერესებთან. ეს არის არჩევანი, რომელიც ქართველებმა უნდა გაიაზრონ და გააკეთონ.

განაცხადა ჩეხეთის სენატის წევრმა, პაველ ფიშერმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე "პუტინიზმის დამარცხება".



ასევე ნახეთ
close დახურვა