logo
ENG


ერდოღანი უკრაინაში ომზე: ჩვენი პოზიცია ნათელია, პირველივე დღიდან მშვიდობას ვიცავდით
  • 490ნახვები

თურქეთის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ნათელია. პირველივე დღიდან ჩვენ ყოველთვის ვიცავდით მშვიდობას, [მხარს ვუჭერდით] დიალოგს და დიპლომატიას. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ შემდგომი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. ანკარა ცდილობდა მოლაპარაკების მაგიდასთან მოწინააღმდეგე მხარეების მიყვანას, პრობლემის გამწვავებისა და ცეცხლზე ნავთის დასხმის ნაცვლად. სამწუხაროდ, ომი, რომელიც წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ გრძელდება. ჰორიზონტზე მშვიდობის იმედისმომცემი პერსპექტივა არ არსებობს.

განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა