ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ ასევე გამოიხატება ფინანსურ დახმარებაში. ჩვენ ვართ ორმხრივი დახმარების უმსხვილესი მომწოდებელი და ეს თითქმის 340 მილიონ ევროს მოიცავს - 2021-24 წლების პერიოდში. ამასთან, ჩვენი ეკონომიკური ინვესტირების გეგმა 1.3 მილიარდ ევროს შეადგენს
განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა თბილისში, EU-ს წარმომადგენლობის ოფისში. ბორელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება - ის შეხვედრებს ქვეყნის ხელისუფლებასთან, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან 8 სექტემბერს გამართავს.