logo
ENG


ღარიბაშვილი ბორელს: სხვებმა ავანსად მიიღეს სტატუსი, ქართველებს არ გვიყვარს უსამართლობა
  • 1341ნახვები

ჩვენი მთავარი არგუმენტი, ბატონო ჯოზეფ, არის შემდეგი, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. შარშან მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს ბონუსად სტატუსი, ავანსად მიიღეს სტატუსი, ისე რომ მათ არ ჰქონდათ შესრულებული არც ერთი რეკომენდაცია და ჩვენ არ მივიღეთ სტატუსი. კითხვა არის აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანი. ქართველებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს, ეს არის უსამართლობა, ჩვენ არ ვეგუებით უსამართლობას და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილება, რასაც თქვენ მიიღებთ, იყოს სამართლიანი. 

რაც შეეხება, თუ რა გზავნილი იქნება ასეთ ვითარებაში, როცა არავინ იცის, როდის დასრულდება უკრაინაში ომი და როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში, მით უმეტეს, უკრაინას და მოლდოვას ავანსად მიეცით სტატუსი და ჩვენ არ მოგვეცით სტატუსი შარშან, ასეთ ვითარებაში, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, არაპროგნოზირებად გარემოში ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ნებისმიერი ნეგატიური მესიჯი იქნება პოზიტიური გზავნილი რუსეთისთვის.

 

თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა