logo
ENG


დეკანოიძე ჩარტერზე: ეს ბიუჯეტიდან გადახდილი თანხაა ან ღარიბაშვილის უკანონო შემოსავლები
  • 574ნახვები

ეს არის ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა ან მეორე, ღარიბაშვილის უკანონო შემოსავლები კორუფციული გარიგების მხრივ.

წარმოუდგენელია პრემიერმინისტრს მშობელმა უქირაოს ჩარტერი და დასვას მიუნხენში, ეს არის უკანონობა, ეს არის კორუფცია, ეს არის ინფორმაციის დამალვა და ეს არის ყველაზე უფრო უტიფარი [ქმედება] ამ ღარიბ-ღატაკ ქვეყანაში, როდესაც ადამიანები ემიგრაციაში მიდიან და მერე უდაბნოში იხოცებიან.

განაცხადა ევროოპტიმისტების წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერის ფული მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. მისი თქმით, ჯორჯიან ეარვეისს 34 ათასი ევრო გადაუხადეს, თუმცა, თანხა შესაძლოა დაკორექტირდეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა