logo
ENG


მდინარაძე: შესაძლებლობა გააჩნდა, გადაიხადა შვილიშვილის გამგზავრებაში - ჩემთვის სარწმუნოა
  • 1236ნახვები

რაც შეეხება კერძო თანხებს, როცა თქვენ გჭირდებათ ირაკლი ღარიბაშვილის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი არის ღატაკი, ღარიბი და პენსიის გარდა, არანაირი შემოსავალი არ აქვს - უტრირებულად, პენსიონერს ისე მოიხსენიებთ, თითქოს პენსიონერი აუცილებლად... პენსიონერს ნეგატიურ კონტექსტში რატომ მოიხსენიებთ, ვერ გავიგე, ეს ერთი, როცა თქვენ გჭირდებათ, ირაკლი ღარიბაშვილის მამა არის პენსიონერი და სხვა შემოსავალი არ აქვს და როცა "საჭირო გახდება" თქვენი მხრიდან, ღვინის ქარხნები აქვს, ბიზნესები აქვს და რანაირად არის ეს ამბავი, ამაზეც ჩამოვყალიბდეთ.

რაღაც ინფორმაციებს რომ ავრცელებდით კულისებიდან, აქვს ღვინის ქარხნები ან ბიზნესები სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული, თუ არა? როგორ გახსოვთ თქვენ? რაღაც ინფორმაციები რომ ვრცელდებოდა, ტყუილი იყო, თუ მართალი? ჩამოვყალიბდეთ ამ კაცს რაღაცა ბიზნესი გააჩნია, თუ არ გააჩნია.

მე ათასი ამბავი მსმენია, რომ ამ კაცს გააჩნია რაღაც საკუთარი ბიზნესი - მე გულწრფელად არ ვიცი, უხერხული კითხვაა და პირადი ურთიერთობის დროს, "ირაკლი, მამაშენს რა ქონება გააჩნია, ზუსტად მომიყევი-თქო" - ნამდვილად ვერ ვკითხავ, უხერხულია, ძალიან ადამიანურ მომენტს გიზიარებთ, მაგრამ მსმენია, მათ შორის თქვენი მხრიდან, რაღაც ინფორმაციებს ავრცელებდით, რომ რაღაც ბიზნესები აქვს - მე პირადად, კითხვა არ დამისვამს ამასთან დაკავშირებით, ვიცი ზოგადად, რომ ამის შესაძლებლობა გააჩნდა, გადაიხადა იმ კაცმა შვილიშვილის გამგზავრებაში ის თანხა - ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, ჩემთვის სარწმუნოა.

აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრის დროს. ასე ეხმაურება ის დღეს ანზორ ჩუბინიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერის ფული მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა