logo
ENG


წითლიძე: ვისურვებდი, რომ ენმ იყოს ერთიანი, სააკაშვილის მოწოდებაც ესაა
ანა წითლიძე
13 სექ, 2023 14:12
წითლიძე: ვისურვებდი, რომ ენმ იყოს ერთიანი, სააკაშვილის მოწოდებაც ესაა
  • 465ნახვები

არ შეიძლება, ოპოზიციაში და ამ შემთხვევაში პარტიაში იყოს რამე სახის დაპირისპირება, გაუგებრობა, პირადი წყენა და ამბიცია იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს ქვეყნის შიგნით და გარეთ. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები რომ უყურებენ, რომ ოპოზიცია არის დაქსაქსული და ვერ პოულობს საერთო ენას, ცხადია, რომ გამოიყურება არასერიოზულად. ამიტომ ეს რომ თავიდან ავირიდოთ, მნიშვნელოვანია, რომ ჩემი პარტიის შიგნითაც იყოს ერთობა.

სურვილი მაქვს, რომ პარტიამ შეინარჩუნოს ერთიანობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასეც მოხდება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ იმაში, რომ ვიღაცებმა მიიღონ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, ვიღაც წავა, ვიღაც მოვა, ეს დამახასიათებელია ცოცხალი ორგანიზმისთვის. თუმცა, მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, რომ ვინმე პარტიიდან მიდის, ყოველ შემთხვევაში ახლა. ვისურვებდი, რომ პარტია ყოფილიყო ერთიანი, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაც არის სწორედ ეს.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე.



ასევე ნახეთ
close დახურვა