logo
ENG


ვოლსკი: ტაშ-ფანდური აქვთ ატეხილი, რომ ფარცხალაძეს სანქცია დაუწესეს
გია ვოლსკი
15 სექ, 2023 16:23
ვოლსკი: ტაშ-ფანდური აქვთ ატეხილი, რომ ფარცხალაძეს სანქცია დაუწესეს
  • 458ნახვები

ტაშ-ფანდური აქვთ ატეხილი, რომ აი, ფარცხალაძეს სანქცია დაუწესეს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გადაუხვევს იმ კანონს, იმ წესრიგს, რომელიც საქართველოში მკაცრად მოქმედებს, რასაკვირველია, გახდება შესაბამისი სტრუქტურების ინტერესის საგანი.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახ.დეპში აღნიშნავენ, რომ FSB იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ.



ასევე ნახეთ
close დახურვა