logo
ENG


სამადაშვილი: ოცნებამ ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთი შეუფერხებლად აძლიერებდეს მის გავლენას
  • 345ნახვები

ბიძინა ივანიშვილის კლანის ერთ-ერთი წევრი პირდაპირ ბრალდებულია აშშ-ის მხრიდან რუსეთის შეიარაღების ხელშეწყობაში და მეორე, ჩვენ მრავალი წელიწადია ვამბობთ, რომ ქართულმა ოცნებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შეუფერხებლად აძლიერებდეს საკუთარ გავლენას რუსეთი და ესეც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ სანქცირების მიღების გადაწყვეტილებით.

განაცხადა ლელოს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახ.დეპში აღნიშნავენ, რომ FSB იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ.



ასევე ნახეთ
close დახურვა