logo
ENG


სამნიძე: სანქციების ჩამონათვალი კიდევ უფრო მიუახლოვდება ოცნების მაღალჩინოსნებს
  • 518ნახვები

სანქციების ჩამონათვალი კიდევ უფრო მიუახლოვდება ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს. არაფერს არ ნიშნავს ქართული ოცნების მიერ გაჟღერებული, რომ თითქოს, მათ კავშირი არ აქვთ თურმე ფარცხალაძესთან 10 წელია. ფარცხალაძე იყო გენერალური პროკურორი, არაფორმალურად, ასევე, დაკავშირებული ბიზნესებთან, რომელსაც იყენებდა, ასევე, ქართული ოცნება. 

დღეს იმაზე ხაზგასმა, რომ ეს არის კერძო პირი, სახიფათო მგონია ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის. კერძო პირია ბიძინა ივანიშვილიც. 

 

თქვა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ. 

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახ.დეპში აღნიშნავენ, რომ FSB იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა