logo
ENG


დეკანოიძე: ფარცხალაძე არ არის ბოლო, მალე ივანიშვილის ახლო პირებიც მოჰყვებიან სანქციებში
  • 545ნახვები

საქართველოს ხელისუფლებაც, სუს-იც, ყველა ის ადამიანი, რომელიც არ არის ახლა აღშფოთებული და არ აკეთებს ყველაფერს, იმისთვის, რომ თუნდაც საქმე აღიძრას, თუნდაც რეალურად, პასუხისგებაში მიეცეს ოთარ ფარცხალაძე, არის რა თქმა უნდა, რუსეთის გავლენის აგენტი.

ფარცხალაძე არ არის ბოლო ადამიანი, რომელიც დასანქცირდება უმაღლესი ეშელონებიდან და წრეებიდან. ძალიან მალე, ბიძინა ივანიშვილის ძალიან ახლო პირები რა თქმა უნდა, ასევე მოჰყვებიან საერთაშორისო სანქციებში.

განაცხადა ევროოპტიმისტების წევრმა, ხატია დეკანოიძემ. 

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა