logo
ENG


ქადაგიშვილი ფარცხალაძეზე: მოკვლევა დაიწყება, სახ.დეპის განცხადებაში ზოგადი განმარტება იყო
  • 859ნახვები

ფარცხალაძეს უკვე 11 წელიწადია, რაც არანაირი შეხება არ აქვს საჯარო სამსახურთან და საჯარო პოლიტიკასთან, არის კერძო პირი. არანაირი პოლიტიკური კავშირი და არანაირი რაიმე სახელმწიფოებრივი კავშირი, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად და არც არაოფიციალურად არ გაჟღერებულა. თუ რამ განაპირობა, მისი სანქცირებულთა სიაში შეყვანა, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მოკვლევა დაიწყება. იმიტომ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაში იყო ზოგადი განმარტება ამასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომპეტენტურმა ორგანოებმა, როგორც იტყვიან, უნდა მოახდინონ ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოკვლევა.

განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

14 სექტემბერს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახ.დეპში აღნიშნავენ, რომ FSB იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა