ბრიფინგს ვატარებდი და პასუხს ვცემდი თქვენს [ჟურნალისტების] შეკითხვებს, მოვიდა წითლიძე... ქალთან ვერ შევალ [პოლემიკაში] ასეთი წესია. შეიძლება, სექსისტურია ეს განცხადება, მაგრამ ქალთან მგონი ჩემგან არ არის სწორი, რომ შევიდე მასთან რაღაცა პოლემიკაში და არ შევდივარ მასთან არანაირ დაპირისპირებაში და ამით სარგებლობენ.
თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტებმა მას პარლამენტში მისი და ანა წითლიძის დაპირისპირების შესახებ ჰკითხეს.