logo
ENG


გომელაური შოვზე: ვერტმფრენზე რატომ გაქვთ აქცენტი, მაინც და მაინც?
  • 646ნახვები

ნახევარ საათში ჩავიდნენ ჯგუფები, პირველი ჯგუფი, შემდეგ უკვე დაემატნენ დამატებითი ჯგუფები, ამბროლაურის და ონის ჯგუფები და 3 საათში ჩაფრინდა ვერტმფრენი, გეთანხმებით. და ვერტმფრენი რომ ჩაფრენილიყო... ეს ოპერაცია მაშინ იწყება, ვერტმფრენი რომ ჩაფრინდება, თუ როცა ცოცხალი ძალაა და იწყებს ღონისძიებას. ვერტმფრენზე რატომ გაქვთ აქცენტი, მაინც და მაინც?

ვერტმფრენის ჩაფრენიდან იწყება ოპერაციის ათვლა, ეს არის არასწორი. ვერტმფრენი საერთოდაც არ ჩაფრენილიყო შეიძლება, ამინდი არ ყოფილიყო და ემუშავა უბრალოდ იქ ტექნიკას, რეალობა ეგ არის და გინდათ, რომ შეცდომაში შეიყვანოთ ადამიანები. არ შეიძლება, ელემენტარულად, უბრალოდ მაგის თქმა. დაიწყო ღონისძიება ნახევარ საათში, 28 წუთში და არა 3 საათში. 

ამბობს შსს მინისტრი პარლამენტში, რომელსაც დღეს ინტერპელაციის წესით უსმენენ. შოვთან დაკავშირებით გომელაურს  კითხვა ენმ-ის წევრმა, თინა ბოკუჩავამ დაუსვა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა