logo
ENG


ხაბეიშვილი უმრავლესობას: თქვენი ოჯახის წევრი რომ ყოფილიყო შოვში, ასე დაიცავდით გომელაურს?
  • 645ნახვები

თითოეული თქვენგანის ოჯახის წევრი - მეუღლე, შვილი, ძმა რომ ყოფილიყო იმ ადგილას, იტყოდით, რომ 10 საათის შემდეგ რომ თქვეს, რომ შეწყდა სამაშველო ოპერაცია და მაინც არავინ გადარჩებოდა ახლა იქ, ასე დაიცავდით შს მინისტრად წოდებულ გომელაურს? 

4-ის 10 წუთზე რომ შევიდა სამაშველოში ზარი და თქვენ იცოდით, რომ უმძიმესი ტრაგედია ხდებოდა, 4-5-6-7-8 საათი, რატომ რამდენიმე საათის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრო არ ჩაერთო სამაშველო ოპერაციაში, რატომ არ ჩაერთო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რამდენიმე საათში? 

ამ სიტყვებით მიმართა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ქართული ოცნების დეპუტატებს პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით შს მინისტრს უსმენენ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა