logo
ENG


თურნავა ბანკებზე: თქვეს, რომ საერთაშორისო სანქციებისადმი ერთგულნი არიან, სწორი ქმედებაა
  • 779ნახვები

კომერციული ბანკების და ჩვენი პოზიცია ერთია და არ შეიძლება იყოს განსხვავებული, რადგან ჩვენ ვართ ფინანსური ინსტიტუტების რეგულატორი და ჩვენც და ჩვენი კომერციული ბანკებიც არიან საქართველოში მოღვაწე სუბიექტები. ეს იყო აბსოლუტურად სწორი ქმედება მათ მხრიდან. იმის გამო რომ არასწორი ინტერპრეტაციები გაჩნდა, აუცილებლობა გაჩნდა, რომ მათ კიდევ ერთხელ საჯაროდ დაედასტურებინათ, რომ ისინი ერთგულნი არიან საერთაშორისო სანქციების. როდესაც მეც მქონდა ბრიფინგი და პირველი კომუნიკაცია, იმით დავიწყე რომ ვიყავით და ვრჩებით საერთაშორისო სანქციების ერთგული... ბანკებთან კომუნიკაცია პირველივე წუთიდან გვაქვს ძალიან აქტიური.

განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მას შემდეგ რაც სებ-მა ოთარ ფარცხალაძის ანგარიშებთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა, კომერციულმა ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებისადმი ერთგულნი რჩებიან და ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომას უზღუდავენ.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა