logo
ENG


მელია: ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულად, ეს არაა ჩვენი ამოცანა
ნიკა მელია
24 სექ, 2023 16:08
მელია: ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულად, ეს არაა ჩვენი ამოცანა
  • 632ნახვები

წარმოუდგენელია და ვფიქრობ, თუკი ვინმეს ჰქონდა კიდევ ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა... ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად, ჩვენი ამოცანა არ არის რომ ეს ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული, უბრალოდ ეს არის შეუსრულებელი და მიუღწეველი ამოცანა და მისია. ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი. ხელისუფლება, რომელიც დგას კრიმინალებზე, კრიმინალები, რომლებიც საზრდოობენ ხელისუფლებით. ჩვენც დავინახეთ პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ადამიანებსა და იმ მოძალადეებს შორის, პირდაპირი გაგებით, ვინც თავს დაესხა გლდანში ჩვენს მეგობრებს, არანაირი განსხვავება არ არის. [...] ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მასობრივი დარბევა, პოლიტიკური ნიშნით. აქ თუ ვინმეს სხვა მოსაზრება აქვს, ან დააფიქსირებს სხვაგვარ მოსაზრებას, ამ ადამიანს არავითარი საერთო არ აქვს ობიექტურობასთან.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ. გლდანში დაკავებული ოპოზიციონერები გაათავისუფლეს, მომდევნო სხდომა კი 23 ოქტომბრამდე გადაიდო.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა