სამწუხარო რეალობაა, რომ პრეზიდენტი არ ართმევს ფარცხალაძეს მოქალაქეობას. რეალობაში, საქართველოს მოქალაქეობით მას აქვს გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში და სწორედ ამიტომ არის, სავარაუდოდ, რომ უნარჩუნებს სალომე ზურაბიშვილი ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას. ეს გადაწყვეტილებაც აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის თამაშებში აბსოლუტურად ჩართულია სალომე ზურაბიშვილი.
ამბობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და პრეზიდენტის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას აფასებს.