logo
ENG


ვაშაძე: სალომე ზურაბიშვილი იმ მსახიობების კატეგორიაშია, რომლითაც თამაშობს ივანიშვილი
  • 324ნახვები

მე ღიად ვთქვი კიდეც, რომ სალომე ზურაბიშვილი არის იმ მსახიობების კატეგორიაში, რომლითაც თამაშობს ბიძინა ივანიშვილი. აქამდე თუ ვინმეს ილუზია ჰქონდა, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი იყო ივანიშვილისგან ან რუსული რეჟიმისგან და გავლენებისგან, ვფიქრობ, რომ პირდაპირ მტკიცებულება მიიღო ფარცხალაძის სახით, ლუსტრაცია მოხდა თავიდან ბოლომდე. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილმა, მათ შორის რუსეთიდან, მიიღო დავალება, რომ არანაირი მოქალაქეობის შეწყვეტა არ უნდა მოხდეს ფარცხალაძის, მისთვის ეს გახდა გადამწყვეტი საკითხი, რის გამოც, მან დავალება მისცა სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილს და მან შეუნარჩუნა მოქალაქეობა შემდგომი სამი თვე და თუ ის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, კიდევ უნარჩუნდება მოქალაქეობა. ყოველი დღე, რაც უკვე შეუნარჩუნდა მოქალაქეობა 1 კვირა, ეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებს ფარცხალაძეს.

განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ფორმულას ეთერში, გადაცემა ღამის კომენტარში.

22 სექტემბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ უწყვეტს. ზურაბიშვილი  მიიჩნევს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი თუ დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა