logo
ENG


ღარიბაშვილი: ქალბატონი პრეზიდენტის ევროპაში ვოიაჟი ძალიან სამწუხაროა
  • 1345ნახვები

რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის შეუთანხმებელ ვოიაჟს ევროპაში, მე ვფიქრობ, ეს მეტად სამწუხარო ფაქტია. თქვენ თუ გაიხსენებთ შარშან და უფრო მანამდეც არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, ვერავინ გაიხსენებს, რომ ჩვენ მას უარი ვუთხარით ასეთი ტიპის ვიზიტებზე. უფრო მეტიც, მე მას მხარს ვუჭერდი ყოველთვის და არასდროს შემიზღუდავს მისი გადაადგილება. მაგრამ მე შეგახსენებთ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული. მას აქვს ნათქვამი საჯაროდ, რომ ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება თურმე არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, ამ 12 რეკომენდაციას.

აქვს ნათქვამი ისიც, რომ არ ვიმსახურებთ სტატუსს. აქვს ბუნდოვანი განცხადებები გაკეთებული, რომ თითქოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არის ბუნდოვანი თუ მთავრობის პოზიცია არის ბუნდოვანი. ამ დროს ყგველაფერი ნათელი და ცხადია. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენს შორის ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო, ისიც დაიკარგა. მე უბრალოდ ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს და ამაში თანამონაწილე ვერ გავხდებოდი. თუ ადამიანი აცხადებს ქვეყნის შიგნით ასეთ მიუღებელ რამეს და ამის შემდეგ მოგვმართავს, რომ წავიდეს ევროპაში და რა უნდა ილაპარაკოს კაცმა არ იცის, ჩვენ ნდობა აღარ გვაქვს უბრალოდ. არ ვიცი, იქ რომ ჩავიდოდა, რომელიმე ქვეყანაში ჩვენი მანდატით, ჩვენგან ნებადართული, რას ილაპარაკებდა ჩვენთვის ეს აბსოლუტურად ბუნდოვანი და მიუღებელი იქნებოდა. ამით დასაბუთდა ჩვენი უარი, იმიტომ, რომ ის პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ინტერესი იყოს და არის დღეს, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, ამის წინააღმდეგ ნებისმიერი განცხადება არის საბოტაჟი. 

ამბობს ღარიბაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა