logo
ENG


ღარიბაშვილი: აუხსნელია რატომ დასანქცირდა ფარცხალაძე... რანაირი ოლიგარქია?! ბიზნესმენია
  • 797ნახვები

ოთარ ფარცხალაძე 10 წელზე მეტია აღარ არის საჯარო მოხელე. გაუგებარია და მინდა გაკვირვება გამოვხატო, ზოგადად რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება, აუხსნელია ჩემთვის. ნათქვამია, რომ ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი... ძალიან მგრძნობიარე საკითხია. ერთი რამ მინდა გითხრათ - ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ის ჩემს თვალშია მოღალატე - მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნება. ის არის გამყიდველი და მოღალატე ადამიანი. ჩემთვის და სახელმწიფო სამსახურებისთვის არ არის ცნობილი არც ერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი... ფარცხალაძეს არ სჭირდება ჩემი ადვოკატობა, მაგრამ ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ. აუცილებელია, რომ ბრმად გადაწყვეტილება არ მივიღოთ. ფარცხალაძე რომ ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე, მგონი ეს დასამალი არაა, ეს ყველამ იცის. როგორ არის ფარცხალაძე ოლიგარქი?! რანაირი ოლიგარქია? კაცი წასულია ხელისუფლებიდან 10 წელზე მეტია. აკეთებს ბიზნესს, ეს მისი არჩევანია - რატომ აიღო პასპორტი.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით. 



ასევე ნახეთ
close დახურვა