logo
ENG


ბოკუჩავა სუს-ის განცხადებაზე: მორიგი ფარსია, მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას ემსახურება
  • 693ნახვები

საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას მობეზრდა სუს-ის ეს მუდმივი ბოდვა მოგონილ გადატრიალებასთან დაკავშირებით. ეს გამოძიება ყოველთვის იწყებოდა და ნიშანდობლივია, რომ წინასაარჩევნოდ იწყება, მაგრამ მერე ვერავის გამოვლენა ვერ ხდება. ამიტომ, ესეც იქნება მორიგი ფარსი, რომელიც რეალურად ემსახურება იმ მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას, რომელიც პრობლემურია ივანიშვილისთვის. მათ შორის ის, რომ მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკვანძო გარემოცვის წევრი, ოთარ ფარცხალაძე არის სანქცირებული აშშ-ის მხრიდან.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ.

18 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც ამტკიცებდნენ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.



ასევე ნახეთ
close დახურვა