logo
ENG


გვარამია: ლაზარეების დამსახურებაა, რომ პრეზიდენტს ევროპაში სტატუსზე ელაპარაკებიან
  • 930ნახვები

ძალიან ცუდად ვიქცევით ჩვენ, ამ შემთხვევაში, საზოგადოებას ვგულისხმობ, იმიტომ, რომ ეს ბიჭი გამოარჩიეს ყველა ჩვენგანისგან. ნებისმიერი შეიძლებოდა, მის ადგილზე ვყოფილიყავით და ზუსტად ის გამოარჩიეს. ის, რომ ზუსტად ის გამოარჩიეს, ჩვენ კიდევ უფრო მეტ ვალდებულებას გვაკისრებს, რომ მას დავეხმაროთ [...].

მე პრეზიდენტისთვის საკუთარი თავისთვის არ მითხოვია არაფერი, არც ვთხოვდი და არც მოვთხოვდი. ერთადერთი შემთხვევა იყო მიშასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში და კვდება და მგონია, რომ ამ დროს თხოვნა ვალდებულებაა და მეორე შემთხვევაა ლაზარესი [...].

ეს ბიჭი არის მსხვერპლი ხელოვნურად შექმნილი საზოგადოებრივი აზრის და სახელისუფლებო აგრესიის. ამიტომ, ამის გათვალისწინება მაინც მართებს საქართველოს პრეზიდენტს - მისი ასაკის, იმ გარემოებების, რაშიც ის იქნა დაჭერილი. საქართველოს პრეზიდენტი რომ დადის ევროპის მასშტაბით და მას კიდევ რომ ელაპარაკებიან იმ საკითხზე - საქართველომ მიიღოს თუ არა კანდიდატის სტატუსი - ზუსტად იმ ლაზარეების დამსახურებაა, ვინც იქ იდგა, თორემ დღეს საქართველოს პრეზიდენტს არც კი დაელაპარაკებოდნენ ამ საკითხზე. არც კი დაელაპარაკებოდნენ არანაირ კანდიდატის სტატუსზე. 

ამის შესახებ ნიკა გვარამიამ გადაცემა პოლიტმეტრში.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა