logo
ENG


ლომჯარია: თუ ვინმეს იმპიჩმენტია დასაწყები, ეს არის სებ-ის მოქმედი პრეზიდენტი და პრემიერი
  • 583ნახვები

მე არ ვთვლი ცალსახად, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია. პირიქით, ის მოქმედებდა საქართველოს კონსტიტუციის არაერთი მუხლის შესაბამისად, რაც ავალდებულებს ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ იმოქმედოს და გააკეთოს ყველაფერი საქართველოს შესაძლებლობის ხელშესაწყობად ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. თუ ვინმეს იმპიჩმენტია დასაწყები და ვინმეს მიერ კანონის და კონსტიტუციის დარღვევა სახეზეა, ეს არის ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტი, რომელმაც დაარღვია დადასტურებულად კონსტიტუცია. ეს არის პრემიერმინისტრი, რომელმაც, დიდი ალბათობით, ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება კორუფციის სახით.

არ მივცემ მე ჩემს თავს უფლებას, რომ ჩემი კოლეგის [ლევან იოსელიანი] სახელით ვისაუბრო, მე მაქვს ჩემი პოზიცია და ეს პოზიცია გაგაცანით.

 

აცხადებს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. 



ასევე ნახეთ
close დახურვა