logo
ENG


ბორელი: გვინდა, უკრაინელები უფრო წარმატებულები იყვნენ, მათ უკეთესი იარაღი უნდა მივაწოდოთ
ჯოზეფ ბორელი
02 ოქტ, 2023 10:49
ბორელი: გვინდა, უკრაინელები უფრო წარმატებულები იყვნენ, მათ უკეთესი იარაღი უნდა მივაწოდოთ
  • 299ნახვები

ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი არამხოლოდ გრძელდება, არამედ იზრდება. ვნახოთ, რა მოხდება შეერთებულ შტატებში, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და ჩვენი დახმარების გაზრდას. ეს არის მუდმივი მხარდაჭერა. ის არ არის დამოკიდებული წინსვლაზე ბრძოლის ველზე, რადგან ჩვენ ვდგავართ ევროპაში ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. უკრაინელები იბრძვიან მთელი თავიანთი სიმამაცითა და შესაძლებლობებით და ჩვენ გვინდა, რომ ისინი უფრო წარმატებულები იყვნენ. ამიტომ, უნდა მივაწოდოთ მათ უკეთესი იარაღი და უფრო დიდი რაოდენობით.

განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.

გუშინ ბორელი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბორელმა საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა.



ასევე ნახეთ
close დახურვა