logo
ENG


წითლიძე იმპიჩმენტზე: რა დასკვნას გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლო, სამწუხაროდ, ცხადია
ანა წითლიძე
02 ოქტ, 2023 12:29
წითლიძე იმპიჩმენტზე: რა დასკვნას გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლო, სამწუხაროდ, ცხადია
  • 608ნახვები

საკონსტიტუციო სასამართლოსგან იმის მოლოდინი, რომ რაღაც ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, ნამდვილად არ გვაქვს, იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში როგორ მიმდინარეობს ეს ყველაფერი, უკვე თვალყურს ვადევნებთ და ცხადია. რა დასკვნას გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლო, ესეც სამწუხაროდ, არის ცხადი. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი უკავშირდება მხოლოდ ერთადერთ რაღაცას, ეს არის საბოტაჟი საქართველოს ევროპული კურსის და ეს არის საბოტაჟი განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯს აკვირდებიან. არანაირი სამართლებრივი საფუძველი პრეზიდენტის იმპიჩმენტის არ არსებობს.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენით ხვალ, 3 ოქტომბერს განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა სალომე ზურაბიშვილი განხილვას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა