logo
ENG


ქურდოვანიძე კარვების კანონზე: უკან გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიისთვის
  • 760ნახვები

შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთი მცდელობა იქნება ეს. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს იმას, რომ კიდევ უფრო დავიწროვდეს სამოქალაქო საზოგადოებისთვის სამუშაო სივრცე და ამით ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიისთვის და შესაძლოა, ამან იქონიოს მნიშვნელოვანი გავლენა იმ შეფასებებში, რომელიც გაკეთდება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ქართული ოცნება დღეს საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში მკაცრი რეგულაციები შედის.



ასევე ნახეთ
close დახურვა