logo
ENG


კუპრაძე: წარმოუდგენელი სისულელეები მოვისმინეთ საკონსტიტუციო სასამართლოში
  • 606ნახვები

წარმოუდგენელი სისულელეები მოვისმინეთ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც არის არა სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესი, არამედ მხოლოდ პოლიტიკური პროცესი, რომელიც არის მიკერძოებული და ეს მიკერძოება ყველა ჩაკითხვაში ჩანს მათი [მოსამართლეების] მხრიდან, რომლებიც კეთილგანწყობილები არიან სახელისუფლებო წარმომადგენლების მიმართ, ირაკლი კობახიძეს და სხვებს ვგულისხმობ და მეორე მხარეს ვხედავთ, რომ ნეგატიურად არიან განწყობილები პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ. იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც სრულიად არგუმენტირებულად ახსნეს, რატომ არ არსებობს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი.

განაცხადა პარტია ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ არსებითი განხილვის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. სხდომის პირველ ნაწილში მმართველი პარტიის წევრებმა და პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლეს და სასამართლოზე საკუთარი არგუმენტები წარადგინეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა