logo
ENG


ვაშაძე: ერთი დიდი ფარსი და შოუა დადგმული საკონსტიტუციო სასამართლოში
  • 504ნახვები

სანამ ჩვენ აქ [პარლამენტში] ვართ, კიდევ ერთი დიდი ფარსი და შოუა დადგმული ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში. ვის ინტერესებს ემსახურება ეს, კითხვა დავსვათ, ეს ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას თუ ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას? იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც წამოიწყო ქართულმა ოცნებამ ხელს უწყობს, დაგვაახლოებს ევროკავშირთან, თუ დაგვაშორებს ევროკავშირთან? ხელს შეუწყობს 27 ქვეყანას, რომ თანხმობა მოგვცეს კანდიდატის სტატუსზე თუ ხელს შეუშლის?

ყველა გვეუბნება, ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ ეს არის ხელის შემშლელი ფაქტორი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯიუტად, ნაცვლად იმისა, რომ აქ პარლამენტში იყვნენ ახლა ქართული ოცნების ლიდერები და ის კანონები მიიღებოდეს დაჩქარებული წესით, რომელიც 12 პუნქტით არის გათვალისწინებული, წარმოდგენილები ყველანი არიან და ამ ფარსსა და შოუში იღებენ მონაწილეობას, რომ საქართველოს პრეზიდენტს როგორმე იმპიჩმენტი გამოუცხადოს საკონსტიტუციო სასამართლომ. 

განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე სხდომა მიმდინარეობს.



ასევე ნახეთ
close დახურვა