logo
ENG


ლომჯარია: პრეზიდენტის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტი მას არ აზიანებს, პირიქით, აძლიერებს
  • 552ნახვები

ამ ინიციატივის [იმპიჩმენტის] უკან დგას რამდენიმე საკითხი, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტი არის ის, რომ ოცნების წარმომადგენლები სინამდვილეში არაფერს აკეთებენ ან ძალიან უმნიშვნელო ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ მივიღოთ სტატუსი. მათთვის სტატუსის მიღება არის მეათე, მეთხუთმეტე, შეიძლება მეოცეხარისხოვანი საკითხიც დღეს, რაც მათ აწუხებთ. მათი ქცევით, რიტორიკით, განცხადებებით, გვესმის, რომ სტატუსის მიღება არ არის მნიშვნელოვანი ამბავი და თითქოს ჩვენ ვქმნით ამისგან ამბავს.

ხელისუფლება ფიქრობს, რომ თუ ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, პოლიტიკური ეჭვიანობაა სინამდვილეში, მაშინ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტს "მიეწეროს", რომ მან თავისი აქტიურობით, ქართველ ხალხთან ერთად, საზოგადოებასთან, სამოქალაქო სექტორთან ერთად [მოახერხა ეს]. პრეზიდენტის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი მას, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, არ აზიანებს, პირიქით, აძლიერებს, შიდა პოლიტიკური კრედიტის თვალსაზრისით.

განაცხადა ყოფილმა ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ ფორმულასთან საუბრისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა