logo
ENG


მდინარაძე ჩუგოშვილზე: კვალიფიკაციას ნუ დავუწუნებთ, მაგრამ საოცრებების ლაპარაკი მოუწია
  • 785ნახვები

აქ სადავო აღარაფერია. დღევანდელმა პროცესმაც, უკვე რაც ჩატარდა, დაადასტურა, რომ შეუძლებელია ვინმემ იდაოს, დაარღვია თუ არა [პრეზიდენტმა კონსტიტუცია]. მოდით, კვალიფიკაციას ნუ დავუწუნებთ ნურც თამარ ჩუგოშვილს და ნურც მაია კოპალეიშვილს, მაგრამ ისეთი საოცრებების ლაპარაკი მოუწიათ, რომ აქ უკვე საზოგადოებაც, ყველაზე ნაკლებად გათვიცნობიერებული ადამიანი იურისპრუდენციაში, კონსტიტუციაშიც კი, მიხვდებოდა, რომ ასეთი არ არსებული, გიჟური, არარეალური, უსუსური არგუმენტების ფონზე, ყველაფერი ნათელი და გასაგებია.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე. 

დღეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე სხდომა მიმდინარეობდა. იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა