logo
ENG


მანჯგალაძე კარვების კანონზე: მიზანია, მუდმივი პროტესტის პირობებში ადამიანი გაიყინოს გარეთ
  • 455ნახვები

ეს არის სინამდვილეში მიზანი, რომ მუდმივი პროტესტის პირობებში ადამიანი არ იყოს კარავში, გაიყინოს გარეთ. მაშინ შეშაც აკრძალეთ. შეშაც აკრძალული გქონდეთ. ჩაწერეთ შიგნით, რომ შიშის შეტანაც აკრძალულია. ვინ უნდა განმარტოს კონსტრუქცია რა არის, პოლიციელი განსაზღვრავს, რა არის კონსტრუქცია? მანამდეც მიგქონდათ, ჩანაწერი არ გქონდათ, ისე იტაცებდით კარვებს. მაგალითად, ჩვენი კარავი გაქვთ წაღებული, საიდანაც სამედიცინო საშუალებების დარიგება ხდებოდა მიტინგზე დაშავებული ადამიანებისთვის. 

 

ამ სიტყვებით მიმართა კარვების კანონპროექტის განხილვისას  დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში უმრავლესობის წევრებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა