logo
ENG


ბოკუჩავა კარვების კანონზე: იმედი მაქვს, პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს
  • 695ნახვები

იმედია მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, არა იმისთვის, რომ ეს კანონი შეჩერდეს, იმიტომ, რომ ვეტოს, ბუნებრივია, დაძლევს მაინც ქართული ოცნება, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ რეალურად, საზოგადოებრივი აზრი სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოების და მათ შორის პრეზიდენტის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის, ერთიანია და ყველა თანხმდება, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ.

გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში" შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს. მომხრე იყო 76 დეპუტატი, წინააღმდეგ წავიდა 20. 



ასევე ნახეთ
close დახურვა