logo
ENG


სააკაშვილი: სპეციალურად დაგეგმეს სპექტაკლი ბათუმში, რათა იანუკოვიჩის კანონები მიიღონ
  • 508ნახვები

სპეციალურად დაგეგმეს "საკონსტიტუციოს" სპექტაკლი ბათუმში, რათა თბილისში პარალელურად კონვეიერზე დააყენონ და მიიღონ იანუკოვიჩის სტილის ანტისაპროტესტო კანონები.

ვერ გაიტანეს პუტინის კანონი, მაგრამ გააქვთ იანუკოვიჩის კანონები, თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, ოპოზიცია ვერ უხსნის ხალხს, რომ ის რასაც ახლა იღებენ ისეთივე მავნეა, როგორც "უცხოელი აგენტების" კანონი. ასევე ელექტრონული ხმის მიცემის ივანიშვილისეული სისტემა ზუსტად იმეორებს პუტინის რუსული ელექტრონული არჩევნების სისტემას - ის, ფაქტობრივად, აუქმებს არჩევნებს, ამიტომაც მომავალი წლის ოქტომბრამდე ხელებჩამოშვებული მოცდა, საბოლოოდ გაანადგურებს ქართულ სახელმწიფოს.

წერს Facebook-ზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში" ცვლილებები მე-3 მოსმენით 5 ოქტომბერს მიიღეს. შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტში ორი დღის განმავლობაში დაჩქარებული წესით განიხილავდნენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა